Cleaf MDF სამზარეულო წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის, ხარისხისა და ფუნქციურობის სრულყოფილ კომბინაციას.
ავეჯი დამზადებულია იტალიური კლეაფის მდფ-ის მასალისგან და დაშპონილი მდფ-ის კომბინაციით, რაც ქმნის ბუნებრივ და დახვეწილ ვიზუალს. სამუშაო ზედაპირი შესრულებულია თეთრი კვარცისგან, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ჰიგიენურობითა და მინიმალური მოვლის საჭიროებით. სამზარეულოში ინტეგრირებულია ჩაშენებული ტექნიკა, რაც სივრცეს უფრო პრაქტიკულსა და თანამედროვე სტილს ანიჭებს.
დიზაინში გამოყენებული მექანიზმი არის ავსტრიული Blum, რაც უზრუნველყოფს ავეჯის გამძლეობასა და კომფორტულ გამოყენებას.
თუ გსურთ მსგავსი ან ინდივიდუალური სამზარეულოს ავეჯის დამზადება, ეწვიეთ ჩვენს კონტაქტის გვერდს.