archion

ყველაფერი გაკეთებადია მთავარია მონდომება

ავეჯის დამზადება

ჩვენს შესახებ

ARCHION ქმნის უნიკალურ სივრცეებსა და პრემიუმ კლასის ავეჯს, სადაც ესთეტიკა და ფუნქციურობა ერთ მთლიან, გამორჩეულ გამოცდილებად გარდაიქმნება. ჩვენთვის ავეჯი მხოლოდ ინტერიერის ნაწილი არ არის — ეს არის სტილი, კომფორტი და იდენტობა, რომელიც თქვენს სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.

ვმუშაობთ ინდივიდუალური მიდგომით: ვისმენთ თქვენს სურვილებს, ვაანალიზებთ საჭიროებებს და ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზუსტად ერგება თქვენს ხედვასა და ცხოვრების სტილს. თითოეული პროექტი იქმნება უმაღლესი ხარისხის მასალებით, დეტალებზე ფოკუსითა და პროფესიონალი ოსტატების მიერ შესრულებული  სამუშაობით.

აირჩიე ის რაც გსურს

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს კვადრატული?

ჩვენ არ ვზღუდავთ მომხმარებლების სურვილებს კვადრატული ღირებულების მიხედვით.
დღევანდელ ბაზარზე არსებობს ფასადის, ფურნიტურის და მექანიზმების მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა საფასო კატეგორიაში.
შესაბამისად, კვადრატული ფასი წინასწარ ვერ განისაზღვრება.
ფასის დასადგენად აუცილებელია, პირველ რიგში, მოხდეს მასალებისა და კომპონენტების შერჩევა მომხმარებლის ბიუჯეტის შესაბამისად — ამის შემდეგ შესაძლებელია ზუსტი ღირებულების გამოთვლა.

რა ვადებში სრულდება?

შესრულების ვადა განისაზღვრება პროექტის სირთულითა და ობიექტის მიმდინარე მდგომარეობით — რემონტის პროცესშია თუ დასრულებულია. ზუსტი ვადები განისაზღვრება წინასწარი შეფასების შემდეგ

რაიონებში კეთდება თუ არა?

ჩვენი მთავარი საქმიანობა თბილისსა და მის ახლომდებარე ზონებს მოიცავს, თუმცა პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მზად ვართ რეგიონებშიც განვახორციელოთ სამუშაოები.

მოითხოვე ზარი

ჩვენი პროდუქცია

მოითხოვე ზარი